2009-09-28
ბრძანება №:102 / 01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ძველი მსოფლიოს   ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის 91 დადგენილებისა  და  წარმომადგენლობითი  საბჭოს  2008 წლის 30  მაისის 13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის  დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულების 2009 წლის 30 ივნისის N129 /02-01 ბრძანების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
  2. კონკურსი ცხადდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულებით სრული პროფესორის ვაკანტურ საშტატო  ერთეულზე, ხელფასი  თვეში არანაკლებ 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.     
  3. სრული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 წლის  პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
  4. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 28 სექტემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2009 წლის 28  ოქტომბრიდან  2009 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით;
  5. სრული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (cv);
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
    (დოკუმენტების) ასლი;
    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი - სილაბუსებით;
    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
    ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით  პოტენციალს;


      კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

    ა)  ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
    ბ)  ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;
  6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს კანცელარიაში 2009 წლის 28 ოქტომბიდან 2009 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, თბილისი                    ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი);
  7. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 რექტორი, პროფესორი
 
გიორგი  ხუბუა

« უკან დაბრუნება