ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის #244 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 9 ივლისის #21 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის" 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები იურიდიულ ფაკულტეტსა (აკადემიური პერსონალი სენატის 2 წევრი) და მედიცინის ფაკულტეტზე (აკადემიური პერსონალი სენატის 1 წევრი).
-
არჩევნები დაინიშნოს 2009 წლის 6 ნოემბერს.
-
ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაცია 2009 წლის 15 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით უზრუნველყოს თსუ საარჩევნო კომისიამ.
-
არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს თსუ რექტორის 2009 წლის 13 მარტის #26/01-01, #28/01-01 და 2009 წლის 30 მარტის #37/01-01 ბრძანებებით შექმნილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო და შესაბამისი ფაკულტეტების საარჩევნო კომისიებმა. საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელოს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის #244 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 9 ივლისის #21 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესითა" და შესაბამისი რეგლამენტით.
-
ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა