ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის #34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
I. შეტანილ იქნას ცვლილებები “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის #34/02-01 ბრძანებაში:
1. საფინანსო დეპარტამენტში მაკა ხოსიშვილის ნაცვლად მატერიალურად პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს რუსუდან უზნაძე - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი;
2. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯანდარის ლაბორატორიის მატერიალურად პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს თამარ ონიანი - ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელი;
3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა შემადგენლობას დაემატოს: სასწავლო ცენტრის ”ცისკოს”ქსელურ აკადემიაში - თეიმურაზ ტაბატაძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი; პეტროლოგიის ლაბორატორიაში - მანანა ოთარაშვილი, ლაბორატორიის გამგე;
4. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ეკატერინე ფირცხალავას ნაცვლად მატერიალურად პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნინო ლაღიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
II. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური
წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ მატერიალური ფასეულობის გადაბარება დადგენილი წესის შესაბამისად;
III. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
IV. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
V. ბრძანება განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საფუძველი: წერილი #14888/02 24.07.2009; 14448/02 20.07.2009; 12714/02 02.07.2009; 15610/02 03.08.2009.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი:
რ. ხარბედია