2009-09-09
ბრძანება №:173/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების სამუშაოთა აღწერილობის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების სამუშაოთა აღწერილობის დამტკიცების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
დამტკიცდეს თსუ-ს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების სამუშაოთა აღწერილობა თანდართული დანართის მიხედვით;
-
დაევალოს კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის;
-
ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
-
კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, ოქმი #17
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
რ. ხარბედია