2016-09-27
ბრძანება №:171/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და  „სსიპ -                                 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ შექმნისა და პროექტის საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცების თაობაზე“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 17 ივნისის N98/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს შიდასაუნივერსიტეტო პროექტის - „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ - ფარგლებში სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობა N1 დანართის შესაბამისად. 
2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 რექტორი                                                                                                       გიორგი შარვაშიძე
 


« უკან დაბრუნება