2009-10-13
ბრძანება №:189/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების სამუშაოთა აღწერილობის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების სამუშაოთა აღწერილობის დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დამტკიცდეს თსუ-ს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების სამუშაოთა აღწერილობა თანდართული დანართის მიხედვით;
  2. დაევალოს კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის;
  3. ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, ოქმი #17; წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, ოქმი #20;

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
                                  რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება