2010-12-10
ბრძანება №:116/01-01
ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა - ფაზა 2-ის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა - ფაზა 2-ის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და 16-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
- ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში, 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წლისთვის გამოყოფილი საბაკალავრო 10 თვიანი (მობილობის დასაწყისი: 2011 წლის 20 სექტემბერი) და სადოქტორო 10 თვიანი (მობილობის დასაწყისი: 2011 წლის 1 მარტი) სტიპენდიების მოსაპოვებლად.
- კონკურსი ჩატარდეს 2010 წლის 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი 237).
-
დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე პროფ. ნინო დურგლიშვილი (თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი)
ბ) კომისიის წევრი პროფ. ლია წულაძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
გ) კომისიის წევრი პროფ. ჩარიტა ჯაში (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი)
დ) კომისიის წევრი პროფ. ნინო რუხაძე (თსუ იურიდიული ფაკულტეტი)
ე) კომისიის წევრი პროფ. მაია ჯავახიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
ვ) კომისიის წევრი სვეტლანა ბერიკაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებელი)
ზ) კომისიის წევრი ვენერა კვარაცხელია (თსუ სტუდენტური თვითმმართვ.)
- დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სპეციალისტი – ანი ჭელიშვილი.
- დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი (დანართი 1)
- დამტკიცდეს კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 2)
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საფუძველი: თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილი: 30262/02 (09.12.2010)
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი: ალექსანდრე კვიტაშვილი
შემსრულებელი: ალექსანდრე კვიტაშვილი