2013-07-31
ბრძანება №:88/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 9 ივლისის №19395/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2013 წლის  11 ივლისის №19645/02 და 2013 წლის 25 ივლისის №21048/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 10 ივლისის №19514/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 11 ივლისის №19539/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2013 წლის 9 ივლისის №19297/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 12 ივლისის №19752/02 და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2013 წლის 25 ივლისის №21016/02 წერილებისა და სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 22 ივლისის №245 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:
1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7.    ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი №7).

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                              ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება