2011-10-06
ბრძანება №:1789/01-04
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ავტორიზაცია ან ინსტიტუციური აკრედიტაცია გაუქმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ავტორიზაცია ან ინსტიტუციური აკრედიტაცია გაუქმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ლევან ალექსიძისათვის, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” 2011 წლის 30 სექტემბრის №100/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 5 ოქტომბრის №27148/02 დასკვნის საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ავტორიზაცია ან ინსტიტუციური აკრედიტაცია გაუქმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხონ სტუდენტები ფაკულტეტების შესაბამისად:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 6);
-
ეცნობოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ბრძანების გამოცემიდან 7 დღის ვადაში.
-
დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
-
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი ლევან ალექსიძე