2014-08-06
ბრძანება №:130/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესი (დანართი N1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოადგილე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი,   აკადემიკოსი                                                                      ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება