2008-09-02
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასესიო პერიოდის დამატებითი გამოცდების ვადების განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №78/01-01)

ბრძანება # 78 / 01 -01
       02.09.2008 წ
       

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   2007-2008  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასესიო  პერიოდის დამატებითი გამოცდების ვადების განსაზღვრის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული თსუ-ს წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სესიის დამატებით საგამოცდო პერიოდად განისაზღვროს 2008 წლის 15 - 26 სექტემბერი;
  2. დამატებით გამოცდაზე დაშვებულ იქნენ ის სტუდენტები, რომლებიც      2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასესიო პერიოდის ძირითად გამოცდებზე არ გამოცხადნენ საპატიო მიზეზით, ან/და რომლებსაც არ უსარგებლიათ იმავე სემესტრის სასესიო პერიოდის დამატებით გამოცდებზე გასვლის უფლებით;    
  3. კონტროლი  ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (პ. ტურავა);
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  რექტორი, პროფესორი
                                                                                     გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება