2010-06-19
ბრძანება №:172/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
I. შეტანილ იქნას ცვლილებები “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში:
1.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად დაინიშნონ: მაკა გეგეშიძე-ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი; ლია შავგულიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის სპეციალისტი;
II. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 13 ივლისის №162/02-01 ბრძანება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”.
III. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ მატერიალური ფასეულობის გადაბარება დადგენილი წესის შესაბამისად;
IV. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
V. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
VI. ბრძანება განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
საფუძველი: წერილი №17448/02 20.07.2010წ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რ. ხარბედია