2015-09-07
ბრძანება №:153/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 31 აგვისტოს #28097/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 1 სექტემბრის #1027/29-00 (კანც. რეგისტრაციის #28204/02, 01.09.15), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 21 აგვისტოს #946/28 (კანც. რეგისტრაციის #27116/02, 21.08.15), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 31 ივლისის #2984/30-15 (კანც. რეგისტრაციის #25386/02, 31.07.15), მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 24 აგვისტოს #1010/32 (კანც. რეგისტრაციის #27271/02, 24.08.15), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 27 აგვსიტოს #8611/31-05 (კანც. რეგისტრაციის #27819/02, 27.08.15), 31 აგვსიტოს #7971/31-05 (კანც. რეგისტრაციის #25397/02, 31.08.15), 20 აგვსიტოს #8382/31-05 (კანც. რეგისტრაციის #27093/02, 20.08.15) ევროპული კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი მდივნის 2015 წლის 21 აგვისტოს #1020-08/2015 (კანც. რეგისტრაციის #27145/02, 21.08.15), მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელის 21 აგვისტოს #27146/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 7 სექტემბრის #5555/27 (კანც. რეგისტრაციის #29961/02, 07.09.15) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა 2015 წლის 18 აგვისტოს #1118/36-01 (კანც. რეგისტრაციის #26842/02, 18.08.15) წარდგინებებისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის (#27896/02, 31.08.2015) და მოადგილის 2015 წლის (#26238/02, 11.08.2015), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის 2015 წლის 31 აგვისტოს #28031/02 წერილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები გამოცდის და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 7).
2.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე
რექტორი, პროფესორი
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა