2011-02-11
ბრძანება №:20/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებისა და "მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2010 წლის 12 დეკემბრის №114 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე" სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 10 თებერვლის №144 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის დამატებითი ვადები:

    ა) ა.ა. საბუთების მიღება
    14 თებერვალი;
    ა.ბ. უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება 15 თებერვალი;
    ა.გ. სტუდენტთათვის აღაირებული კრედიტების გაცნობა 16 თებერვალი;
    ა.დ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება 18 თებერვალი.
    ბ) ბ.ა. დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა 15 თებერვალი;
    ბ.ბ. აპელაციაზე განცხადების მიღება 16 თებერვალი;
    ბ.გ. აპელაცია 17 თებერვალი;
    ბ.დ გასაუბრება სპეციალობაში – 17 თებერვალი.

  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორი                         ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება