2019-03-22
ბრძანება №:59/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის  საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და  მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–e მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − iვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი   პუნქტის  ,,ნ’’  ქვეპუნქტისა და  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის   18 მარტის N4681/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის   აბიტურიენტთა   მოსამზადებელ   განყოფილებაში   მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის (კურსის მოცულობა 56 საათი) მომზადების საფასური 2018-2019 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) კურსის ხანგრძლივობა - 2019 წლის 01 აპრილიდან 2019 წლის 15 ივლისამდე; სრული კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 650 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ვერბალური   კომპონენტის   (ანალიტიკური   წერა,   წაკითხულის   გააზრება,   ლოგიკური მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 325 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ)    რაოდენობრივი    კომპონენტის    (რაოდენობრივი    მსჯელობა)    მომზადების    საფასური განისაზღვროს 325 ლარის ოდენობით (28 საათი);
2.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის   აბიტურიენტთა   მოსამზადებელ   განყოფილებაში   მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის
2018-2019 სასწავლო წლისათვის მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, თსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის შემდეგი ოდენობით, კერძოდ:
ა) კურსის ხანგრძლივობა - 2019 წლის 01 აპრილიდან 2019 წლის 15 ივლისამდე; სრული კურსის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ვერბალური   კომპონენტის   (ანალიტიკური   წერა,   წაკითხულის   გააზრება,   ლოგიკური მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 175 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ) რაოდენობრივი კომპონენტის (რაოდენობრივი მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 175 ლარის ოდენობით (28 საათი);
3. უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი     კურსის მოსამზადებლად მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4. უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის მოსამზადებლად  ჯგუფი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 8 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.
5. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                  ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება