2017-03-16
ბრძანება №:71/02-01

„ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის N№17/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის N№17/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 მარტის N3400/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის N№17/02-01  ბრძანებაში: 
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით შეიქმნას საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ გულარაშვილი – იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლიანა მჭედლიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნინო კუტალაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ) თვალმაისა ჯღარკავა – საფინანსო დეპარტამენტის, აღირცხვა–ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ე) ავთანდილ რაზმაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი, კომისიის წევრი;
ვ) გაიოზ ტოკლიკიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი“;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება