2011-01-12
ბრძანება №:03/01-01
,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 24 აპრილის №23/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 24 აპრილის №23/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 24 აპრილის N#23/01–01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დაევალოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარება“.
ბ) ბრძანების მე–4 პუნქტი ამოღებულ იქნას.
2. ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1) ალექსანდრე კვიტაშვილი – რექტორი (კომისიის თავმჯდომარე);
2) მამა გიორგი ზვიადაძე – სასულიერო აკადემიის რექტორი;
3) დავით ჩომახიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
4) დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის მდივანი)“.
3. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი