2010-11-15
ბრძანება №:107/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სემესტრის მაგისტრანტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სემესტრის მაგისტრანტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
მიეცეთ უფლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სემესტრის მაგისტრანტებს 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, სამ თანაბარ ნაწილად, შემდეგ ვადებში:
ა) სწავლის საფასურის პირველი ნაწილი _ 2010 წლის 15 ნოემბრამდე;
ბ) სწავლის საფასურის მეორე ნაწილი _ 2010 წლის 18 დეკემბრამდე;
გ) სემესტრული გადასახადის მთლიანი დაფარვა _ 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასესიო პერიოდის დაწყებამდე. - თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტებს მომდევნო რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცემათ დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ.
- კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო და საფინანსო დეპარტამენტებს.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. კვიტაშვილი