2009-09-08
ბრძანება №:219 / 02-03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ – მკვლევარ ბადრი ჭილაძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ – მკვლევარ ბადრი ჭილაძესთან შრომითი ხელშეკრულების  შეწყვეტისა და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
 
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის, 31-ე  მუხლის   1-ლი ნაწილის,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შეუწყდეს 2009 წლის 2 ივლისის #1483 შრომითი ხელშეკრულება 2009  წლის 8 სექტემბრიდან მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მკვლევარს ბადრი ჭილაძეს.
  2. დაინიშნოს 2009 წლის 8 სექტემბრიდან 2013 წლის 10 ივნისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ბადრი ჭილაძე.
  3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ბადრი ჭილაძესთან.
  4. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
  5. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
  6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 აპრილის #205 დადგენილება; წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი (#19, 01.05.2009წელი), განცხადება #17346/02, 03.09.2009წ; თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის დირექტორის წარდგინება #16669/02, 24.08.2009წ.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი:
რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება