ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 15 ივლისის #134/02-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორების ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
-
სრულ ან ასოცირებულ პროფესორის თანამდებობაზე 3 სამი წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
-
ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
-
კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 16 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 17 აგვისტოდან 2009 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით;
-
კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით (დანართი 1);
-
სრული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 900 (ცხრაასი) ლარით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 720 (შვიდას ოცი) ლარით, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 540 (ხუთას ორმოცი) ლარით;
-
სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; -
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობა ან პროექტებში მონაწილეობა;
ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები; -
ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი. -
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2009 წლის 17 აგვისტოდან 2009 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი.ჭავჭავაძის გამზ. #36 (V კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი #220;
-
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #14046/02, 15.07.2009წ.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა