2014-05-01
ბრძანება №:63/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის” IV საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 25-ე მუხლის პირველის პუნქტისა და თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის” საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.  განისაზღვროს 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის” IV საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე)
გ) პროფესიული განათლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის    ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სამხედრო  აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) ;
2.   განისაზღვროს 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის” IV საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 13 - 14 მაისი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე
და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე                                              მერაბ ელიაშვილი


« უკან დაბრუნება