2010-05-05
ბრძანება №:93/02-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის   კოორდინატორის  შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1–ლი პუნქტის  “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის   კოორდინატორის   შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
  • ირინე დარჩია – თსუ–ს რექტორის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
  • დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
  • მასუმი ტაკარაგავა – იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშე;
  • პაატა ნაცვლიშვილი – მიცუბიშის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენელი;
  • მარგალიტა შაქარაშვილი – თსუ–ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.
2. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
3. გასაუბრება ჩატარდება 2010 წლის მაისის თვეში.
4. კოორდინატორის შერჩევა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმებით (დანართი2).
5. ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 7 აპრილის  N69/02-01 ბრძანება 


ადმინისტრაციის ხელძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                                                        რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება