2012-05-15
ბრძანება №:813/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის  აღდგენის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის" მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის (№9319/02, 19.04.12), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის (№9753/02, 24.04.12), მედიცინის ფაკულტეტის დეკანის (№7976/02, 02.04.12), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის (№10848/02, 07.05.12), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის (№10848/02, 07.05.12)  და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის (№10648/02, 03.05.12) წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს, რომელთაც შეჩერებული ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა)    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1)
ბ)    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 2)
გ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 3)
დ)  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4)
ე)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 5)
ვ)  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 6)


2.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში                               2 კვირის ვადაში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება