2014-01-17
ბრძანება №:07/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის№122/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის  მოვალეობის  შემსრულებლის ნ. მაჭარაშვილის 2014 წლის 17 იანვრის №1171/02 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №122/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
"4. კონკურსი გამოცხადდეს  2013 წლის  15 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2013 წლის18 ნოემბრიდან  2013 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის 14 თებერვლისა."
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი                                                                      ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება