2016-09-26
ბრძანება №:1060/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "LL.M zu Köln" კონკურსანტთა ჩარიცხვის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "LL.M zu Köln" კონკურსანტთა ჩარიცხვის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 22 სექტემბრის №35056/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ჩაირიცხონ კონკურსის შედეგების საფუძველზე, 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "LL.M zu Köln" №1 დანართში მითითებული კონკურსანტები (დანართი №1).
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე