2019-11-27
ბრძანება №:296/01-01
2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის განვითარების ნორვეგიული სააგენტოს დაფინანსებით ორგანიზებული თბილისი-ოსლოს სეზონურ სკოლაში მონაწილეობის დასაფინანსებლად გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის განვითარების ნორვეგიული სააგენტოს დაფინანსებით ორგანიზებული თბილისი-ოსლოს სეზონურ სკოლაში მონაწილეობის დასაფინანსებლად გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის
№
135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (23124/10; 26.11.19) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ჩატარდეს კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 2020 წლის გაზაფხულისთვის უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის განვითარების ნორვეგიული სააგენტოს დაფინანსებით ორგანიზებულ თბილისი- ოსლოს ორკვირიან სეზონურ სკოლაში მონაწილეობისთვის თსუ მაგისტრატურის საფეხურის
სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 29 ნოემბერს 16:30 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი№1).
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ქეთევან
ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ეკატერინე ფირცხალავა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
ბ)ეკატერინე ბასილაია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი.
4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი№1).
6.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
« უკან დაბრუნება