2018-11-29
ბრძანება №:1231/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობის გამო 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობის გამო  2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 30 ოქტომბრის №1127/01-04 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობის გამო, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №150/2018 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა. ადმინისტრციული წარმოების საფუძველს წარმოადგენს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ოქტომბრის №22608/10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც აღნიშნული სტუდენტები ირიცხებიან 2018 წლის 25 აგვისტოს დასრულდა და ამიტომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების განაცხადში არ იქნა შეტანილი. გაუქმებულ საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს ასევე არა აქვთ საშუალება ისარგებლონ მობილობით უნივერსიტეტში მოქმედ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ან ისარგებლონ გარე მობილობით სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და  მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის  წარმოების  წესის“ მე-13 მუხლის  მე-2  პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №150/2018 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის  01 ნოემბრის №22870/29 წერილის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის  21 ნოემბრის №24229/27 წერილისა და მედიცინის ფაკულტეტის 2018 წლის 22 ნოემბრის №24371/32 წერილის  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის სტატუსი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობის გამო №1 დანართში მითითებულ პროფესიულ სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                            ალექსანდრე ცისკარიძე

« უკან დაბრუნება