2020-03-09
ბრძანება №:60/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ მე-9 პუნქტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის    პირველი პუნქტის,    პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის   ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძის   2020 წლის 5 მარტის N4002/10 წერილის (თან ერთვის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის  27  თებერვლის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში     მეცნიერი  თანამშრომლების  თანამდებობაზე  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გულნაზ ერქომაიშვილი -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი;
ბ) რევაზ ჯავახიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    პაატა გუგუშვილის    სახელობის    ეკონომიკის    ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი,  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) გიორგი ბერულავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის     პაატა გუგუშვილის სახელობის     ეკონომიკის     ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი;

2. დამტკიცდეს   საკონკურსო   კომისიის   თავმჯდომარედ   გულნაზ   ერქომაიშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ რევაზ ჯავახიშვილი, საკონკურსო კომისიის  მდივნად  გიორგი ბერულავა.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი  არაუგვიანეს  2020 წლის  27   აპრილამდე.
5. ბრძანების დაინტერესებულ   პირთათვის   კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.




რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება