2018-06-04
ბრძანება №:131/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 თებერვლის №80/2018 წლის დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის მე-2 ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის და მე-9 პუნქტის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსის 2018 წლის 24 მაისის №10636/10 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი - მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
გ) პაატა იმნაძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
დ) რევაზ შანიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, აკადემიური საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ე)ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ვ )თამარ შარაბიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ზ) თამარი ჯობავა - მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
თ) თამარ ონიანი - იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი.
2.დაევალოს მონიტორინგის ჯგუფს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოებისათვის.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება