2012-12-13
ბრძანება №:167/01-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 72-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის ჩატარების შესახებ
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 72-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის ჩატარების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №280/6 ბრძანებით დამტკიცებული "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის 2012 წლის 19 ნოემბრის №29866 განცხადებს საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,
ვბრძანებ:
1. ჩატარდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი”) სტუდენტთა 72-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენცია 2012 წლის 17 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე.
2. დამტკიცდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა 72-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესი (დანართი №1).
3. უნივერსიტეტის სტუდენტთა 72-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ორგანიზება დაევალოს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებას.
4. დაევალოთ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს უზრუნველყონ შესაბამის ფაკულტეტებზე თსუ სტუდენტთა 72-ე სამეცნიერო კონფერენციისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კონფერენციის ორგანიზების წესის შესაბამისად.
5. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის სტუდენტთა 72-ე სამეცნიერო კონფერენციის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა წინამდებარე ბრძანებას თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად (დანართი #2).
6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტუ¬რუ¬ლი ერთეულებისათვს გადაცემა.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება