2020-01-23
ბრძანება №:14/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული) და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული) და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,     საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნატო ჩუბინიძის 2020 წლის 21 იანვრის N773/10   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის   განყოფილებაში   უფროსი   სპეციალისტის    (2   საშტატო   ერთეული)   და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში   (შრომითი ხელშეკრულება) შტატგარეშე პოზიციაზე  პროგრამისტის შესარჩევად.
2.პირველი პუნქტით განსაზღვრული უფროსი სპეციალისტის ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება   თვეში   950   (ცხრაას   ორმოცდაათი)   ლარით,   ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში (შრომითი ხელშეკრულება) შტატგარეშე პოზიციაზე პროგრამისტის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში - 2000 (ორი ათასი ) ლარით.
3.ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრის საფეხურის მე-6 სემესტრის სტუდენტი;
ბ) მუშაობის  არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
გ) იცოდეს საქართველოს კანონი უმაღლეს განათლების შესახებ;
დ) იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე; 
ე)  იცოდეს:
ე.ა)  Microsoft Windows Platforms;
ე.ბ)  Microsoft Office Applications;
ე. გ) Microsoft Exshange Server Basics;
ე.დ) Computer Hardware and Software Basics;
ე.ე) Peripheral Devices Basics;
ე.ვ) Network Equipment’s Basics;
ე.ზ) კომპიუტერის არქიტექტურა, კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები;
ე.თ) სისტემებისა და მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/ აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები;
ე.ი) ოპერაციული სისტემები;
ე.კ) დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა; ე.ლ) უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
ე.მ)   პერიფერიული   მოწყობილობების   აგებულება,   დანიშნულება,   მათი   და   მათთან მუშაობის პრინციპები, თავსებადობა.
ე.ნ) ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება); ე.ო) რუსული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);


უნარები:

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ)  დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; 
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

4. აპლიკანტს მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უზრუნველყოს კლიენტური აპარატული მოწყობილობების (კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა) (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ნეთბუქტები და პლანშეტები) მხარდაჭერა და   რემონტი, ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო სისტემების     მხარდაჭერა, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
ბ) უზრუნველყოს კომპიუტერული ქსელისა და სხვა საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია-მონტაჟი.
გ) უზრუნველყოს უნივერსიტეტის პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (საბეჭდი, ასლგადამღები და სკანირების მოწყობილობების) და მათი სახარჯი მასალების მიწოდება/ინსტალაციის უზრუნველყოფა.
დ) უზრუნველყოს უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტექნიკური კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით ან დისტანციურად დახმარების აღმოჩენა.
ე) აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ვ) შეასრულოს განყოფილების ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებები.


5.  პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების (შრომითი ხელშეკრულება) შტატგარეშე პოზიციაზე პროგრამისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრის საფეხურის მე-6 სემესტრის სტუდენტი;
ბ) მუშაობის  არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ)  იცოდეს საქართველოს კანონი უმაღლეს განათლების შესახებ;
დ)   იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
ე)  იცოდეს: PHP, SQL,  MySQL, JavaScript, Jquery, XML,  HTML, C# , C++, C+,  Visual basic, Laravel, Microsoft .NET Java, MSSQL,
ვ) ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება); 
ზ)  რუსული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);


უნარები:

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა; 
დ)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ)  დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.


6.   აპლიკანტს მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო საქმიანობის თანამედროვე დონეზე განხორციელებისათვის საჭირო ავტომატიზებული სისტემებისა და პროექტების შემუშავება;
ბ)   უნივერსიტეტის   ვებ   -   და   ინტრანეტპორტალებზე   ინფორმაციული   რესურსების განთავსება და ადმინისტრირება;
გ)    მართვის    ავტომატიზებული    სისტემების    დანერგვა    და    მათი    განვითარების უზრუნველყოფა;
დ) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერიო –კვლევითი საქმიანობისა და ადმინისრტაციის მიზნებისათვის გამოყენებული საინფორმაციო სისტემების საჭიროების შესწავლა, დაგეგმვა, ფუნქციონალის სპეციფიკაცია, დანერგვა და უკვე არსებული სისტემების მხარდაჭერა/ოპტიმიზაცია (აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტუდენტთა სწავლების მართვის სისტემებით (სპმს), ფინანსური და ადმინისტრაციული მართვის სისტემებით (Oris Manager, ERP), კორპორაციული კონტენტის მართვის/დოკუმენტბრუნვის სისტემებით და ა.შ.).
ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით  გათვალისწინებული ვალდებულებები.
ვ) ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შეასრულოს მისთვის მინდობილი სამუშაო.

7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ/უმაღლესი  განათლების  დიპლომის  ასლი  (არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ) უცხოენოვანი  საბუთის  შემთხვევაში  საჭიროა  მისი  ნოტარიულად  დამოწმებული თარგმანი; 


8.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;

9. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული) და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტის  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ   უნდა იქნეს
2020 წლის 27 იანვრიდან 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი სპეციალისტი’’ და ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება შტატგარეშე პოზიცია (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტი";
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული) და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) პროგრამისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. საკონკურსო   კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი   თსუ   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 24 თებერვლისა.
13. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის სამსახური).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
 





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება