2009-11-10
ბრძანება №:123/01-01

,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” რექტორის 2009 წლის 4 ნოემბრის #117/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” რექტორის 2009 წლის 4 ნოემბრის #117/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ


 ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული `საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების~ 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 
   შევიდეს ცვლილება რექტორის 2009 წლის 4 ნოემბრის #117/01-01 ბრძანებაში ,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადების შესახებ”:
1.    პრეამბულას დაემატოს `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილება ,,საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესის შესახებ”.
2.    მე-7 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
   დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხისა და უცხოეთში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების დანართი 1-ის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. იხ. www.tsu.ge, აკადემიური საბჭოს დადგენილებები);
3.    წინამდებარე ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტში” და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 
  რექტორი, პროფესორი
                             გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება