2007-09-04
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (ბრძანება N269/02-03)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის~ 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის `დ~ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა 2007 წლის 21 სექტემბრიდან დანართი #1-ით განსაზღვრულ პირებს;
2. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ მათ პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით;
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
4. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურება გაიცეს ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;
5. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე), უზრუნველყოს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა დანართი # 1-ით განსაზღვრული პირებისათვის;
6. ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის
მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი
ბარათი # 11453/02 04.09.07წ

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება