„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №35/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №35/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო ერთეული |
საგანმანათლებლო პროგრამა |
ადგილების რაოდენობა |
1. |
ერთსაფეხურიანი სამედიცინო |
მედიცინა |
მედიცინა |
71 |
2. |
ერთსაფეხურიანი სამედიცინო |
მედიცინა |
სტომატოლოგია |
49 |
3. |
ბაკალავრიატი |
ეკონომიკისა და ბიზნესის |
ბიზნესის ადმინისტრირება |
217 |
4. |
ბაკალავრიატი |
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა |
ინგლისური ფილოლოგია |
33 |
5. |
მაგისტრატურა |
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა |
ანგლისტიკა |
5 |
6. |
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა |
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა |
ქართულ ენაში მომზადება |
1 |
"
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება