2017-03-13
ბრძანება №:46/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესის სრულყოფის წინადადებების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესის  სრულყოფის წინადადებების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტებისა და საგამოცდო ცენტრის უფროსის 2017 წლის 13 მარტის N3255/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესის  სრულყოფის წინადადებების შემუშავების მიზნით, უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის უფროსის, მაია ჩიღვინაძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ ჩხენკელი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე,  რექტორის მოადგილე;
ბ) თამარ ვეფხვაძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ) მაია ჩიღვინაძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, საგამოცდო ცენტრის უფროსი;
დ) ნატო ჩუბინიძე  - სამუშაო ჯგუფის წევრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
ე) შოთა ჭანტურიძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი;
ვ) ვასილ ბარამიძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 
2.  სამუშაო ჯგუფს დაევალოს წინამდებარე ბრძანების პირველ პუნქტში დასმული საკითხის შესწავლა და უნივერსიტეტის რექტორისათვის შესაბამისი  რეკომენდაციების წარდგენა არაუგვიანეს 2017 წლის 7აპრილისა.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინმდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6. 
6.    ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.
 

რექტორი                                                                                                     გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება