2012-08-30
ბრძანება №:1263/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის       #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" წესდების მე-15 მუხლის პირველი პუქტის,       მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და მე-4 პუნქტების, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის  #127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის  #224 ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის,  ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების სიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის          7 აგვისტოს #920 და 18 ივლისის #718 ბრძანებების, თინათინ მიქელაძის (#7632/02, 29.03.2012), მაგდა გიგაურის (#16947/02, 16.07.2012), მარიკა ყურუას (#16177/02, 05.07.2012), გეორგი ხარამიშვილისა (#17173/02, 18.07.2012) და სალომე დარჩიას (#15723/02, 29.06.2012) განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კანდიდატები:
ა)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
საგანმანათლებლო პროგრამა _ ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (რუსულენოვანი)

 ა.ა) სალომე დარჩია ( რუსეთის  მოქალაქე);
 ა.ბ) მარიკა ყურუა (საქართველოს მოქალაქე);
           
ბ) იურიდიული ფაკულტეტი
საგანმანათლებლო პროგრამა _ სამართალი    
ბ.ა) გეორგი ხარამიშვილი (რუსეთის მოქალაქე);

 გ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 გ.ა) მაგდა გიგაური ( საბერძნეთის მოქალაქე),
 გ.ბ) თინათინ მიქელაძე (საქართველოს მოქალაქე).

2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (1 დღის ვადაში);

3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და  ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.


4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორის მოვალოების შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                       ლევან ალექსიძე          
                                   


« უკან დაბრუნება