2011-09-19
ბრძანება №:92/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღების ვადების გაგრძელების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღების ვადების გაგრძელების შესახებ

           „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ანა მიქაძის 2011 წლის 12 სექტემბრის №236446/02, მეგი გუმბერიძის 2011 წლის 12 სექტემბრის №23666/02, ლაშა საყვარელიძის 2011 წლის 9 სექტემბრის №23573/02, ეკატერინე გუტაშვილის 2011 წლის 9 სექტემბრის №23516/02, ლეონიდე ნაკაიძის 2011 წლის 9 სექტემბრის №23526/02 განცხადებებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 16 სექტემბრის №24304/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. გაგრძელდეს 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღების ვადა 2011 წლის 21 სექტემბრამდე;
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




 რექტორი                                                                                           ალექსანდრე კვიტაშვილი       
« უკან დაბრუნება