2018-09-10
ბრძანება №:230/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში  ცვლილებების შეტანის შესახებ

        ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2018 წლის 23 აგვისტოს N17148/10 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანწესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესში“:

ა) შინაგანაწესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.  საცხოვრებელ ფართზე დროებით ცხოვრების უფლება ენიჭებათ უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს მიუხედავად მოქალაქეობისა (ონლაინრეგისტრაცია გავლილი პირისა და მობინადრის სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ ინფორმაცია დგინდება პერიოდულად - არანაკლებ სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ,  სტუდქალაქის ადმინისტრაციის მიერ).
2. საერთო საცხოვრებელში განთავსების უფლების მქონე პირებს (შემდგომში - ,,მობინადრე“) უფლება აქვთ ისარგებლონ საცხოვრებელი ფართით მეუღლესთან ან/და შვილთან/შვილებთან ერთად მხოლოდ ბაგების საერთო საცხოვრებელში (აღნიშნული პუნქტი ვრცელდება მხოლოდ 2018 წლის 12 სექტემბრამდე საერთო საცხოვრებელში განთავსების უფლების მქონე პირებზე).“.

ბ) შინაგანაწესის მე-3 მუხლს, მე-4 პუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,41“ პუნქტი:
,,41. მობინადრესთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ: შესაბამის საგანმანათლებლო საფეხურზე ამ მობინადრის ახალი ჩარიცხვის სურვილის არსებობის შემთხვევაში (რაც გამოხატული უნდა იყოს მობინადრის წერილობით განცხადებაში), კონკრეტული სასწავლო წლის დაწყების პერიოდისათვის გამოცხადებული ონლაინრეგისტრაციის შედეგების გაცნობამდე, რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში განთავსების უფლების მოპოვებამდე და ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.“.

გ) შინაგანაწესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნას.

დ) შინაგანაწესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,დ)  მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შემთხვევაში, მეუღლისა და შვილების დაბადების/პირადობის მოწმობის, ან პასპორტის იმ გვერდების ასლი, რომლითაც დგინდება პირის ვინაობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ბინადრობის მოწმობის და ასეთის არსებობის შემთხვევაში  - ვიზის ასლები. 

ე) შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის სტუდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 
ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დაბადების მოწმობა; 
ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული გარდაცვალების მოწმობა, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების დოკუმენტი; 
გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა.“.

ვ) შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,3. საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ ცხადდება ონლაინ რეგისტრაცია, მისი დაწყებისა და დასრულების ვადები. ონლაინრეგისტრაცია ხორციელდება სტუდენტის პორტალზე. გარდა რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული სხვა დასარეგისტრირებელი ინფორმაციისა, სტუდენტს ეძლევა საშუალება დააფიქსიროს საცხოვრებელი ადგილი თავისი სურვილისამებრ  - ბაგების საერთო საცხოვრებელი ან/და ლისის საერთო საცხოვრებელი.  ონლაინრეგისტრაცია ითვალისწინებს პირადობის მოწმობის, ან პასპორტის იმ გვერდების ელ. ვერსიის, რომლითაც დგინდება პირის ვინაობა, უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ბინადრობის მოწმობის და ასეთის არსებობის შემთხვევაში  - ვიზის ელ. ვერსიის სტუდენტის პორტალზე ატვირთვის ვალდებულებას.“.

ზ) შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,4. ონლაინრეგისტრაციის დასრულების შემდგომ ონლაინრეგისტრაცია გავლილი ის პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ - ,,გ“ ქვეპუნქტებს,  ვალდებულნი არიან წარმოადგინონ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ონლაინრეგისტრაციის დასრულების შემდგომ  5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, სტუდქალაქის ადმინისტრაციაში.“.

თ) შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,5. წარმოდგენილი დოკუმენტაცია განიხილება დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში (არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის აღმოფხვრის არაუმეტეს 5 დღიანი ვადის გათვალისწინებით). სტუდქალაქის ადმინისტრაცია უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორე გადაამოწმოს,  მობინადრესთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ნებისმიერ პერიოდში.”. 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                           ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება