2018-10-08
ბრძანება №:239/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-5 და მე-8 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2018 წლის პირველი ოქტომბრის N19996/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
ა)ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი (4 წლის ვადით);
ბ)ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
გ)ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
დ)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ე)იურიდიული ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ზ) მედიცინის ფაკულტეტი – 2 წევრი (4 წლის ვადით);
თ) თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი – 1 წევრი (2020 წლის 8 ივლისამდე).
2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) აბესაძე ნინო - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი;
ბ) გავაშელი ცისმარი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასისტენტ - პროფესორი;
გ) ეგნატაშვილი დემეტრე - იურიდიული ფაკულტეტი - ასისტენტი;
დ) ლოლუა რომან - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი - მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ქრისტესაშვილი ჯენარო - მედიცინის ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი;
ვ) წერეთელი ნინო - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი;
ზ)ქიტიაშვილი ზაქარია - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი;
თ) ჩაკვეტაძე გიორგი - იურიდიული ფაკულტეტი - ასისტენტი;
ი) ჭალაგანიძე ნინო - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი.
3. დაევალოს საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 24 ოქტომბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2018 წლის 9 ოქტომბერს 10:00 საათზე და დასრულდეს 2018 წლის 15 ოქტომბერს 18:00 საათზე (5 სამუშაო დღე).
6. დაევალოთ აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
7. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.
8. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
12.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნუნუ ოვსიანიკოვას.
13.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე
« უკან დაბრუნება