2014-05-20
ბრძანება №:68/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №30/2014 დადგენილებითა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №2 სხდომის ოქმით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და ინსტიტუტის დირექტორის 2014 წლის 5 მაისის №14379/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პრინციპების კათედრის პროფესორი, აკადემიკოსი.
ბ) ლევან ალექსიძე - რექტორის მოადგილე, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი, აკადემიკოსი.
გ) ზაზა ალექსიძე - ემერიტუსი, აკადემიკოსი.
დ) რევაზ გაჩეჩილაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი.
ე) როლანდ თოფჩიშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის მიმართულების პროფესორი.
ვ) ალექსანდრე კუხიანიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი.
ზ) ალექსანდრე რონდელი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი.
თ) იოსებ სალუქვაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი.
ი)ზურაბ აბაშიძე - ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება