2017-10-02
ბრძანება №:217/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  61-ე  მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. თსუ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის  ტარიფი განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტისათვის  - თვეში 50 ლარი;
ბ) ლისის საერთო საცხოვრებელში  მცხოვრები სტუდენტისათვის  - თვეში 150 ლარი;
გ) ბაგების საერთო საცხოვრებელში სტუდენტისათვის, რომელიც ცხოვრობს მეუღლესთან ან/და  შვილთან/შვილებთან ერთად  - თვეში  100 ლარი;
დ) ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები უნივერსიტეტის პერსონალისათვის - თვეში 100 ლარი;    
ვ) ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები უნივერსიტეტის პერსონალისათვის, რომელიც ცხოვრობს მეუღლესა ან/და შვილთან/შვილებთან ერთად (არაუმეტეს   4 პირისა) - თვეში  150 ლარი;
ზ) ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები უნივერსიტეტის პერსონალისათვის, რომელიც ცხოვრობს მეუღლესა ან/და შვილთან/შვილებთან ერთად (4-ზე მეტი პირი) - თვეში  200 ლარი.
2. ლისის საერთო საცხოვრებელში  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესით“ გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მობინადრე სტუდენტებისათვის განისაზღვროს შეღავათიანი 120 ლარიანი ტარიფი:
ა) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მცხოვრები სტუდენტის და ან ძმა;
ბ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომლთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
დ) არანაკლებ 3,5 GPA მქონე სტუდენტები (მიმდინარე მონაცემებით).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 06  სექტემბრის №201/02-01 ბრძანება.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შედის 2017 წლის 01 ნოემბრიდან.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება