2013-12-05
ბრძანება №:152/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ასლის გადამღები აპარატით მომსახურების ტარიფების დადგენის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  61-ე  მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ასლის გადამღები აპარატით მომსახურების ტარიფები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

ა) ასლის გადაღება A4 ფორმატი _ ერთ გვერდზე _ 5 თეთრი.
ბ) ასლის გადაღება A4 ფორმატი _ ორივე გვერდზე _ 10 თეთრი.
გ) ამობეჭდვა A4 ფორმატი _ ერთ გვერდზე _ 5 თეთრი.
დ) ამობეჭდვა A4 ფორმატი _ ორივე გვერდზე _ 10 თეთრი.
ე) ასლის გადაღება A3 ფორმატი _ ერთ გვერდზე _ 10 თეთრი.
ვ) ასლის გადაღება A3 ფორმატი _ ორივე გვერდზე _ 20 თეთრი.
ზ) ამობეჭდვა A3 ფორმატი _ ერთ გვერდზე _ 10 თეთრი.
თ) ამობეჭდვა A3 ფორმატი _ ორივე გვერდზე _ 20 თეთრი.
ი) სკანირება A3,  A4 ფორმატის ერთ გვერდზე _ 30 თეთრი.

2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 03 მაისის  №69/02-01 ბრძანება.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება