2017-04-07
ბრძანება №:62/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ( ბაკალავრიატი / მაგისტრატურა ) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
 
,, უმაღლესი განათლების შესახებ ” საქართველოს კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის ,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- ე მუხლის პირველი ნაწილის , 52- ე მუხლის პირველი ნაწილის , 54– ე მუხლის პირველი ნაწილის , 57- ე მუხლის , ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის № 135/ ნ ბრძანებით დამტკიცებული   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე -14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის ,, ა ’’, ,, ბ ”, ,, ო ” ქვეპუნქტების ,   მე -9 პუნქტისა და მე-11 პუნქტის,  ,, ა ( ა ) იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან ( ბაკალავრიატი / მაგისტრატურა ) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის № 47/01-01 ბრძანების მე -5 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 03 აპრილის № 4721/10 კორესპონდენციის საფუძველზე ,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 323 172 ლარით .
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად : 
ა ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 53 428 ლარი ;
ბ ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 59 573 ლარი ; 
გ ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 41 590 ლარი ;
დ ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 74 704 ლარი ;
ე ) იურიდიული ფაკულტეტი – 55 090 ლარი ;
ვ ) მედიცინის ფაკულტეტი – 19 998 ლარი ;
ზ ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 18 789 ლარი ;
 
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას .
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება .
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე . 
 
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                         მიხეილ ჩხენკელი                                           
« უკან დაბრუნება