2014-01-31
ბრძანება №:16/01-01

„ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2013 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა) №1 დანართის მე-7 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის "11" პუნქტი:

„11. შიდა მობილობის უფლება მაგისტრანტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი."

ბ) №1 დანართს მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
"10. გარდამავალი დებულებები

ამ წესის მე-7 მუხლის 11 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მაგისტრანტებზე, რომლებსაც არ ჩაუბარებიათ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.“

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                       ლევან ალექსიძე


« უკან დაბრუნება