2018-03-30
ბრძანება №:70/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტების  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 7 მარტის N10/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2018 წლის 14 მარტის N4877/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტების  – 2  საშტატო ერთეული შესარჩევად.
2. საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1070 (ათას სამოცდაათი) ლარით. 
3. გამოსაცდელი ვადა 3 თვე, გამოსაცდელ ვადაში ხელფასი განისაზღვრება თვეში 500 (ხუთასი) ლარით.
4. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 ა)   ჰქონდეს უმაღლესი განათლება - (ეკონომიკური ან იურიდიული);
 ბ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების          
     მიმართულებით; 
 გ)  იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;
 დ) შეეძლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენება;
 ე)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები:
 ე.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595–1599 მუხლები;
 ე.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი;
 ე.გ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე.დ)  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ე.ე)  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ე.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს    №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“; 
ე.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის  №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის  №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის    №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის   №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის    №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ე.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის   №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

5. უნარები
 ა) კომპიუტერული უნარების ქონა;
 ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი; 
 დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
 ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი; 
 ვ)  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. 

6. აპლიკანტს მოეთხოვება  საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება: 

ა) ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 
ბ) ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება; სატენდერო ხელშეკრულებების     პროექტების     მომზადება,    შესაბამის     სტრუქტურულ    ერთეულებთან 


შეთანხმება და ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
გ) პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების სატენდერო ან/და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და სატენდერო კომისიისთვის ინფორმაციის წარდგენა;
დ) შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ, სახელმწიფო შესყიდვების წინამოსამზადებელ ეტაპზე, სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევის ჩატარება;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გაგზავნის პროცესის ხელშეწყობა;
ვ) შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
თ) განყოფილების უფროსის (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), დეპარტამენტის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება.
 7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ)  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); 
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) სამოტივაციო წერილი; 
ი) სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის - ,,სახელმწიფო შესყიდვების კურსი’’ - გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) სხვა სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ.
აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან  გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტების შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2018 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;"
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 15 მაისისა;
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
   
   
   ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                           ნუნუ ოვსიანიკოვა
   
 

« უკან დაბრუნება