2017-11-22
ბრძანება №:1196/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების‘‘ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ _ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ნოემბრის №215/17 ბრძანებისა და რექტორის 2017 წლის 21 ნოემბრის №1195/01-04 ბრძანებით დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე შემდეგი პროფესიული სტუდენტები:
1.1. ,,ტანსაცმლის დიზაინი” IV საფეხური (დანართი №1)
1.2. ,,კინო-ტელე რეჟისორი” IV, V საფეხური (დანართი №2)
1.3. ,,აგროლოჯისტიკის ოპერატორი” IV, V საფეხური (დანართი №3)
1.4. ,,ტურიზმის მენეჯმენტი” IV საფეხური (დანართი №4)
1.5. ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი” IV, V საფეხური (დანართი №5)
1.6. ,,მასაჟისტი” III საფეხური – (დანართი №6)
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება