ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის სემესტრული დატვირთვის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება N88/01-01)
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა შესაბამისად
ვბრძანებ:
1. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის სემესტრული დატვირთვა განისაზღვროს 30 კრედიტის ოდენობით.
2. სტუდენტს უფლება ეძლევა დამატებით აირჩიოს საგანი არაუმეტეს 34 კრედიტის ფარგლებში, თუ მის მიერ შერჩეული საგნების კრედიტთა ჯამი 30 კრედიტზე ნაკლებია.
3. ბაკალავრიატის მე-8 სემესტრში სტუდენტს უფლება ეძლევა 240 კრედიტის შესასრულებლად აირჩიოს საგნები არაუმეტეს 40 კრედიტისა.
4. ბრძანების შესრულების უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (მ. სვანაძე).
5. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტში~, უნივერსიტეტის ვებგვერდზე და განთავსდეს ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება