2014-02-07
ბრძანება №:13/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 31 იანვრის №2781/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრვი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული  მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში:

a)    ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ”;

b)    ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით –
"1. შეიქმნას სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერმი ქემოკლიძე – კომისიის თავმჯდომარე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე);
ბ) გიორგი ტალახაძე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი);
გ) მანონი ჯოჯუა – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე);
დ) არჩილ კუკულავა – კომისიის წევრი (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი);
ე) მურმან ცარციძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი);
ვ) ლიანა ღვალაძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი);
ზ) რუსუდან ნასარიძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე);
თ) ლიანა მჭედლიშვილი – კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი);
ი) რევაზ გულარაშვილი – კომისიის მდივანი (იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი)."

2. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება