2020-02-17
ბრძანება №:39/02-01

„სიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.შევიდეს ცვლილება „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა საღინაძე – კომისიის თავმჯდომარე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი);
ბ) გიორგი  ტალახაძე  –  კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილე  (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი);
გ) მანონი   ჯოჯუა   –  კომისიის   წევრი   (საფინანსო   დეპარტამენტის   უფროსის მოადგილე);
დ) არჩილ კუკულავა – კომისიის წევრი (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი); 
ე) მურმან ცარციძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტი);
ვ) ლიანა  ღვალაძე  -  კომისიის  წევრი  (საფინანსო  დეპარტამენტის  აღრიცხვა- ანგარიშგების განყოფილების უფროსი);
ზ) რუსუდან ნასარიძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა- ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე);
თ) ლიანა მჭედლიშვილი – კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი);
ი) რევაზ  გულარაშვილი  –  კომისიის  მდივანი  (იურიდიული  დეპარტამენტის ექსპერტი).".

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება