2014-03-04
ბრძანება №:428/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 მარტის №7547/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 04 თებერვლის №7402/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 04 მარტის №7440/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 04 მარტის №7511/02 და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 04 მარტის №7650/02 წარდგინებების საფუძველზე,
1. გადაყვანილ იქნენ 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №4);
2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (1 დღის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება
ვბრძანებ: